ცენტრის შესახებ
ჩვენი ცენტრების მიზანია უზრუნველყოს ეფექტური, ხარისხიანი, ხელმისაწვდომი და უსაფრთხო სამედიცინო მომსახურება ნეფროლოგიის სფეროში.
ჩვენი ამოცანაა თითოეული პაციენტის ჯანმრთელობის შენარჩუნება, სიცოცხლის ხარისხის გაზრდა და გახანგრძლივება.
ჩვენ გვესმის, რომ ადამიანების ჯანმრთელობა დიდი პასუხისმგებლობა, ამიტომ მუდმივად ვზრუნავთ განვითარებაზე და გთავაზობთ ახალ პროექტებს, რომლებიც მიზნად ისახავს ჩვენი ჯანდაცვის დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაძლიერებას, მოდერნიზაციას და სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას.
ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ ამ სფეროში ჩვენი მუშაობა ჯანდაცვის განვითარებისათვის მიზნად ისახავს ადამიანის ჯანმრთელობის შენარჩუნებას და გადარჩენას. ამიტომ მთელი ჩვენი ცენტრი აღჭურვილია უახლესი აპარატურით, პაციენტებისათვის კომფორტული გარემოს შესაქმნელად. კლინიკები დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური პერსონალით, რომლებიც უზრუნველყოფენ მაღალი ხარისხის სამედიცინო მომსახურებას.
ჩვენი უპირატესობები:
- - უფასო მკურნალობა „დიალიზისა და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის“ მიხედვით;
- - ნეფროლოგიური სტაციონარი;
- - ნეფროლოგის კონსულტაცია;
- - თანამედროვე აპარატურა: „ხელოვნური თირკმელი“, მშრალი წონის აპარატი“;
- - გამოცდილი და კვალიფიციური პერსონალი.
სამედიცინო ცენტრის მომსახურება
სამედიცინო ცენტრის სპეციალისტები
შეავსეთ ფორმა - ჩვენი ადმინისტრატორი დაგიკავშირდებით მალე