შპს „ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაცია“ არის მონოპროფილური სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს თერაპიულ და ნეფროლოგიურ სერვისებს და ეწევა მოსახლეობაში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ნეფროლოგიური დაავადებების გაჩენის პრევენციის მიზნით.
ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაცია, ეფუძნება რა ეროვნულ რეგულაციებს, ცდილობს პაციენტების მოვლისა და მკურნალობის სტანდარტების მაქსიმალურ დაახლოებას საერთაშორისო სტანდარტებთან; პაციენტზე ორიენტირებული მიდგომებითა და ყველა რესურსით მაღალხარისხიანი სამედიცინო მომსახურების მიწოდებით ზრუნავს ნეფროლოგიური დაავადებების მქონე პაციენტების ჯანმრთელობის რისკების მინიმიზაციაზე, დიალიზზე მყოფი პაციენტების მხარდაჭერასა და მათი სიცოცხლის ხარისხის გაუმჯობესებაზე.
დაწესებულება ისწრაფვის მაღალკვალიფიციური კადრების მოზიდვას, მათი კვალიფიკაციის ამაღლებას, ნეფროლოგიური და თერაპიული პაციენტების მკურნალობის პროცესში უახლესი რეაბილიტაციის ტენდენციების დანერგვას, ჯანმრთელობის ეროვნული ორგანიზაცია აცნობიერებს საზოგადოების წინაშე პასუხისმგებლობას და მიზნად ისახავს, თავისი საქმიანობით წვლილი შეიტანოს რეგიონის ჯანდაცვის სისტემის ოპტიმალურ ფუნქციონირებაში.